ნაკვეთის გამიჯვნა

შეგვიკვეთეთ და ისარგებლეთ:
- სერტიფიცირებული ამზომველების მომსახურებით
- ზუსტი ნახაზებით
- სასიამოვნო გარემოთი
ნაკვეთის თუ ფართის რამდენიმე ნაწილად გასაყოფად, ან პირიქით, რამდენიმე ნაკვეთის გასაერთიანებლად და ხელახალი რეგისტრაციისთვის, აუცილებელია, საჭირო საამზომველო სამუშაოების ჩატარება და საკადასტრო ნახაზების მომზადება, რომელშიც მოცემული იქნება ფართის გამიჯვნა ან/და გაერთიანება.
მიწის ნაკვეთის გამიჯვნა-გაერთიანების საკადასტრო ნახაზების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და გეოდეზიას სპეციალისტები დაგეხმარებიან.
შეავსეთ განაცხადი და ჩვენ დაგიკავშირდებით
კითხვა–პასუხი
რას ნიშნავს მიწის ნაკვეთის გამიჯვნა, გაერთიანება?
ძირითადი ქონების ტიპის შესაძლო გაყოფა ან გაერთიანება. ეს მოიცავს საცხოვრებელ, კომერციულ და სამრეწველო ფართებსაც კი. სანამ ქონება ან მიწის ნაკვეთი გაიყოფა ან გაერთიანდება, აუცილებელია საამზომველო სამუშაოების ჩატარება და საკადასტრო ნახაზების მომზადება.
როდის არის საჭირო გამიჯვნა / გაერთიანება?
როდესაც საჭიროა გამიჯნული ან გაერთიანებული ქონების ტიპის ხელახალი რეგისტრაცია.
დამოკიდებულია თუ არა ფასი ფართის სიდიდეზე?
ფასი დამოკიდებულია ასაზომის სიდიდეზე. თუმცა, “გეოდეზია” ზრუნავს, რომ მომსახურება იყოს ხელმისაწვდომი. ამიტომ, ფართის სიდიდესთან ერთად, აზომვის საშუალო ფასიც იკლებს.
რა შედის ფასში?
აზომვითი სამუშაოები, შესაბამისი ნახაზების მომზადება და ტრანსპორტირება (სურვილის შემთხვევაში).
ნაკვეთის გაყოფის წესები და შედეგები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს მმართველი იურისდიქციის ან მუნიციპალიტეტის მიხედვით და მნიშვნელოვანია, რომ ამზომველმა იცოდეს ეს წესები და კანონები. “გეოდეზიაში” ჩვენი პროფესიონალები კარგად არიან გათვითცნობიერებული ადგილობრივი ზონირების ორგანოების მოთხოვნებში და იციან, როგორ შექმნან და ჩამოაყალიბონ გამიჯვნა-გაერთიანების გეგმები მერიის სპეციფიკაციებზე მორგებით.
რამდენ ხანში კეთდება აზომვა?
ზოგადად რომ ვთქვათ, გაყოფის პროცესს შეიძლება რამდენიმე კვირადან რამდენიმე თვემდე დასჭირდეს. თუმცა, გასაყოფად მომზადებას როგორც წესი, ერთი ან ორი კვირა სჭირდება ნაკვეთის სპეციფიკიდან გამომდინარე. “გეოდეზია” ზრუნავს თქვენს კომფორტზე და გთავაზობთ ყველაზე სწრაფ და მოქნილ პირობებს. (აზომვის შემდეგ ნახაზის შედგენას მხოლოდ 1-2 დღე სჭირდება).
დისტანციურად თუ შეგიძლიათ მიწის ნაკვეთის გამიჯვნა, გაერთიანება?
კომპანია ვერ აიღებს პასუხიმგებლობას სხვის მიერ აზომილსა და მომზადებულ ნახაზებზე, შესაბამისად დისტანციურად ფართის გამიჯვნა, გაერთიანება ვერ მოხერხდება. საჭიროა ფართის ხელახალი აზომვა.
განიხილავს თუ არა იუსტიციის სახლი განცხადებას ნახაზის გარეშე?
ნახაზების წარდგენა აუცილებელია განცხადების განხილვისთვის და ხელახალი რეგისტრაციისთვის.
შეგიძლიათ თუ არა რეგიონებში აზომვა?
ჩვენი პროფესიონალები იზრუნებენ თქვენს კომფორტზე. “გეოდეზიას” სპეციალისტები მიდიან ყველგან, ქალაქებსა თუ რეგიონებში.